ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე გენერალური მდივანი ყურადღებას ევროპის საბჭოს 75 წლის იუბილეზე ამახვილებს
„როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს 75 წლის იუბილეს აღნიშვნას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წევრ ქვეყნებს ესმით მისი მომავალი წარმატების მნიშვნელობა და რომ, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, არსებობს შესაძლებლობა, ამ ორგანიზაციის არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის გაძლიერებისთვის. ვიმედოვნებ, რომ თითოეული თქვენგანი შეასრულებს განსაკუთრებულ როლს ამ მიზნის მიღწევაში, მე კი, უკვე არც თუ ისე შორიდან, დავაკვირდები მოვლენებს და გისურვებთ ყველას წარმატებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა, ამ თანამდებობაზე თავის უკანასკნელ გამოსვლაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე.
თავის მიმართვაში მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა აღნიშნა მისი მანდატის პრიორიტეტები, და შეაჯამა რეიკიავიკში გამართული სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტის შედეგები. ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდასაჭერად გაწეულ საერთო სამუშაოზე.

საუბარი ასევე შეეხო ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩარჩო კონვენციას, ასევე კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შემუშავებულია ადამიანის უფლებებსა და გარემოზე მუშაობის გასაძლიერებლად. „ასევე იქნება ახალი გამოწვევები, რომლებიც, როგორც ყოველთვის, ყურადღებას მოითხოვს. ევროპის საბჭოს შეუძლია ითამაშოს საკვანძო როლი დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებაში, რომელიც დღეს ჩვენს კონტინენტს ასე აწუხებს. ასევე უნდა დაეხმაროთ ნათელი მომავლის აშენებაში, რომელშიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩვენი საერთო სტანდარტები ძალიან ძლიერი და კიდევ უფრო გამძლე იქნება“, - დასძინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.
როგორც ცნობილია, 24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.
სესიაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ამჟამად მიმდინარეობს დებატები თემაზე ადამიანის უფლებები, დემოკრატიის გაძლიერება თავისი ჩართულობითა და წარმომადგენლობითი პროცესებით.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თავის მუშაობას 28 ივნისს დაასრულებს.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად სტრასბურგიდან
ნანახია: 690
მსგავსი სიახლეები
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
clickss