საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე. წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანიბას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
ნანახია: 775
მსგავსი სიახლეები

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს
კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ
ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!
ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
clickss