2025-09-11

22:37

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პოლიტიკა
29-05-2024 13:51
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
 
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა.
 
მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ კანონი იმოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ 1 დღის განმავლობაში.
 
„კანონის არსი და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
 
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა.
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მზად იყო კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად.
 
„პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა, მათ შორის, იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, ვისაც არ მიაჩნია სწორად ეს კანონი, რომ ყოფილიყო სივრცე საჯარო მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუმცა მათ ჩაკეტეს ეს სივრცე, უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და, საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ვეტო არგუმენტით „იმიტომ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი წაიკითხა.
 
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, დეპუტატებმა 84 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას.
 
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

2025-09-11 12:48
პოლიტიკა

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

2025-09-10 00:13
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები