ინფორმაცია იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ

დასრულდა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში (დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე დებორა ბერგამინი, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ჯანჯაკომო კალოვინი).
დელეგაციამ გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, გორის და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების როლზე.
ნანახია: 775
მსგავსი სიახლეები

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს
კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ
ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!
ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
clickss