ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ.
“ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა”, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეების შესახებ დებატებს 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში შეხვედრის დროს განიხილავს.
ნანახია: 867
მსგავსი სიახლეები

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს
კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ
ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის

ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!
ზურაბ ჯაფარიძე - რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, ყველანი ქუჩაში!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
clickss