2025-09-12

01:33

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

პოლიტიკა
15-05-2024 12:01

საქართველოს დედაქალაქ თბილისში მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის წინააღმდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

გასულ თვეში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა ქუჩებში საღამოს შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მსვლელობისას საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშებით იყვნენ, კანონპროექტის წინააღმდეგ ლოზუნგებს გაიძახოდნენ. ისინი, კანონპროექტს „რუსულ კანონად“ აფასებენ.

მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ბოიკოტი გადაწყვიტეს.

ცნობისათვის, კანონპროექტი, რომლის  პირველი კენჭისყრა პარლამენტში 17 აპრილს და მეორე კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა, პარლამენტში გუშინ მესამე მოსმენითაც დაამტკიცეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს წინააღმდეგობას გამოთქვამს.

თუმცა, მმართველ პარტიას, პარლამენტში ყავს საკმარისი უმრავლესობა იმისათვის, რათა დაძლიოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გადაწყვეტილება კანონზე.

კანონპროექტი ადგენს, რომ საქართველოში დაარსებული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ თავიანთი სახსრების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. კანონპროექტის მიხედვით, ამ ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააკონტროლებს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

2025-09-11 12:48
პოლიტიკა

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები