2025-09-12

13:13

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარების შესახებ

პოლიტიკა
18-03-2024 17:08

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით.

აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით,  და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

2025-09-11 12:48
პოლიტიკა

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს

2025-09-10 01:09
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხ

ეუთო/ოდირი - არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მოწვევა მნიშვნელოვან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები