2024-09-20

13:42

ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში

პოლიტიკა
15-03-2024 16:38

2024 წლის 15 მარტს, ქ.ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის მონაწილეობით.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამ ქვეყანას შორის არსებული სანიმუშო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი, სტაბილური განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე.  დადებითი შეფასება მიეცა სამმხრივი ფორმატის ფარგლებში არსებულ წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას და რეგულარულ შეხვედრებს საპარლამენტო, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მიმართულებით.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთგაგების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს.

ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს მომავალში სრულფასოვნად  ამოქმედების მნიშვნელობა, ისევე როგორც სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა  შუა დერეფნის საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალიზაციის ფონზე. დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის პროექტში მონაწილე თითოეული ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

მხარეებმა მიულოცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება.

სამმხრივი მინისტერიალის დასასრულს, ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას - ბაქოს დეკლარაციას.

სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო მინისტერიალი რიგითობის პრინციპის გათვალისწინებით, გაიმართება 2025 წელს თურქეთის რესპუბლიკაში.

მსგავსი სიახლეები

2024-09-19 17:29
სპორტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

კანდიდატთა შორის არის მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის

2024-09-18 16:01
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომა

ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად

2024-09-18 12:09
პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს უკან კ

ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს უკან კანონი „ოჯახური ღირებულებებისა

2024-09-18 10:03
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის

2024-09-17 17:07
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშ

არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები