2025-09-12

18:26

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა

პოლიტიკა
20-02-2024 11:41

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში,   რომელიც წარმოადგენს  გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული გამოწვევებზე მსჯელობის ეფექტიან საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას, რასაც კონფერენცია ყოველთვის უწყობდა ხელს. 

ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს. 
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ანგარიში, ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი  შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები