2025-09-12

21:10

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

პოლიტიკა
06-02-2024 17:16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. „პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე. მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა. „საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. კერძოდ, იძლევა უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გამყარების შესაძლებლობას. მისივე თქმით, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს გარდაქმნით არის შესაძლებელი ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერება და დიასპორის დაბრუნება.

„ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი, სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ტრიბუნიდან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროპული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას და დიასპორაში მყოფ მოქალაქეებსაც მიმართა და ქვეყნის მომავლის შექმნის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

​მისი თქმით, ევროპული მოდელის მისაღწევად მნიშვნელოვანია ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის აარსებს საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს.

„როგორც იყო აქამდე, ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე, ჩემი როლი უცვლელი იქნება: ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

​პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ ტრიბუნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ხელმძღვანელებს დაეთმოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები