2025-09-12

21:10

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაასახელა

პოლიტიკა
01-02-2024 15:40

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, პარტიის ყრილობაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

ყრილობაზე დელეგატებმა ი. კობახიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ი.კობახიძე იქნება და სწორედ ი. კობახიძე დაასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რის შემდეგაც, მომავალ კვირას, ქვეყნის პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ პარტიის ყრილობას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1041

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები