ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი - აცხადებს ტვ „იმედი“

ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.
„წინასწარი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანახია: 930
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
clickss