2025-09-12

21:10

VIDEO/პრემიერ-მინისტრი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
25-01-2024 16:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები