VIDEO/პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში - აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა.
აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო.
დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.
საუბარი შეეხო ეკონომიკურ და მმართველობის სფეროში თანამშრომლობას; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობისა და სატრანზიტო მიმართულებით.
განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გაცვლითი პროგრამის, პრემიერ მინისტრის ოფისის წარმომადგენელი - მანალ ბინ სალემი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ნანახია: 848
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
clickss