ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაგეგმილია რიჩარდ ნეფიუს ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაშიც.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. ორივე ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში იგი განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.
სომხეთში კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების, მათ შორის იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში.
საქართველოში რიჩარდ ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანახია: 743
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
clickss