საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საემიროების ელჩთან, აჰმედ ალნუაიმისთან

2024 წლის 10 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან, აჰმედ ალნუაიმისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ასევე, მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.
ნანახია: 681
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
clickss