2025-01-02

21:53

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო ვიდეო-მილოცვა!

პოლიტიკა
01-01-2024 13:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საახალწლო მიმართვა გაავრცელა, რომელსაც ნიუსდეი საქართველო უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩემო მეგობრებო,

სულ მალე დასრულდება 2023 წელი.

ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში.

მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა.

და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.

დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.

როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს - დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან.

ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.

ძვირფასო მეგობრებო,

გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო ვიდეო-მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

2025-01-01 12:56
პოლიტიკა

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დ

კრიზისის მიზეზია საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევა. ჩვენ არაერთხელ

2025-01-01 12:36
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვა!

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.

2024-12-29 13:04
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

შეგახსენებთ, რომ მ. ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს და თანამდებობას ხუთი წლის

2024-12-28 15:10
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის

2024-12-28 14:29
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამ

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები