2025-01-04

16:12

ელჩების კონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევებზე ისაუბრა

პოლიტიკა
26-12-2023 06:23

2023 წლის 26 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიხსნა. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. 

თავისი გამოსვლა მინისტრმა 2023 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევაზე - ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრით დაიწყო. მან ყურადღება გაამახვილა ამ გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, გამოწვევებით სავსე საერთაშორისო გამოწვევების ფონზე და მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ  საერთო საქმის წარმატებაში შეიტანეს. ამ კონტექსტში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა მმართველი გუნდის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევა. 

„კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად მივაღწევთ მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ქვეყნის, მისი მიღწევების, გლობალური როლისა და შესაძლებლობების აქტიური და განახლებული ენერგიით პოზიციონირება. 

„ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები გვაქვს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში," - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ევროპული ინტეგრაციისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებზეც. 

"გლობალიზაციის პირობებში, საქართველოს ინტერესების დასაცავად, განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობებს  ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. მიმდინარე წელი, არანაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ  ქვეყნებთან და ხაზგასასმელია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობის ჩამოყალიბების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის საქმეში.
არ შეიძლება არ გამოვყოთ მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობა და საანგარიშო წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ჩვენი ქვეყნის აქტიური პოზიციონირება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე,“ - განაცხადა მინისტრმა. 

მისასალმებელ სიტყვაში ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის განმავლობაში გადადგმული ყველა  წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა,  შეუქცევადი გახდეს განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა. 

„ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

„ელჩების კონფერენცია 2023“-ის ფარგლებში, მისი მონაწილეები შეაფასებენ მიმდინარე წლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს  და იმსჯელებენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმაზე.

მსგავსი სიახლეები

2025-01-01 12:56
პოლიტიკა

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დ

კრიზისის მიზეზია საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევა. ჩვენ არაერთხელ

2025-01-01 12:36
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვა!

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.

2024-12-29 13:04
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

შეგახსენებთ, რომ მ. ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს და თანამდებობას ხუთი წლის

2024-12-28 15:10
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის

2024-12-28 14:29
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამ

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები