2025-01-05

05:03

პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
19-12-2023 05:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში - ტანია ჰუტი, ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი მიგრაციის საკითხებში - იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი - ბასტიან ფლეიგი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია.

 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-01-01 12:56
პოლიტიკა

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დ

კრიზისის მიზეზია საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან გადახვევა. ჩვენ არაერთხელ

2025-01-01 12:36
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვა!

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.

2024-12-29 13:04
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

შეგახსენებთ, რომ მ. ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს და თანამდებობას ხუთი წლის

2024-12-28 15:10
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის

2024-12-28 14:29
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამ

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები