2024-10-06

16:59

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იშიზუკა ჰიდეკისთან

პოლიტიკა
05-07-2024 16:55

2024 წლის 2 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის  ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მის დადებით დინამიკაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, კერძოდ, განხილულ იქნა ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში.  

საუბარი შეეხო  რეგიონულ და ერთობლივ პროექტებსაც. აღინიშნა, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა საქართველოსა და იაპონიას შორის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

მსგავსი სიახლეები

2024-10-04 11:30
პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და იმედოვნებს, რომ

ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის

2024-10-03 14:49
სპორტი

ვილი სანიოლმა ფეხბურთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების

2024-10-03 14:41
პოლიტიკა

პრეზიდენტი - ამ გარდამტეხ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და

საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება

2024-10-02 16:41
სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული

2024-10-02 07:10
პოლიტიკა

გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გივი მიქანაძემ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები