ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ვახტანგ ცინცაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც ეხმარება ქვეყნის კერძო სექტორს, გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა EBRD-ის დირექტორს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. საუბარი წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მიმდინარე პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება წარიმართა მწვანე ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, წარმოებაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაზეც დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის სამომავლო თანამშრომლობა და განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები.
ნანახია: 324
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ
დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი
ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და
clickss