რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
გარდა ამისა, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში.
კერძოდ:
- სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო
ნანახია: 211
მსგავსი სიახლეები

„საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გე
სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მ
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყე
სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე
მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში
clickss