2025-04-19

19:37

მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას

ეკონომიკა
14-02-2025 16:16

ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ ჟურნალში Traveller-ი თბილისის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

„ავიაკომპანიასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა, რაც საქართველოს ცნობადობის ზრდას განაპირობებს და სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების შემოდინებას. ავიაკომპანია, თავის მხრივ, გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს. მინისტრის მოადგილის თქმით, easyJet-ის შემოსვლა საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას აღნიშნული ქვეყნებიდან.

„სახელმწიფო განაგრძობს საქართველოს პოპულარიზაციას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში იმისთვის,  რომ ტურიზმის ინდუსტრიამ განაგრძოს მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-04-17 11:13
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და

2025-04-15 10:23
ეკონომიკა

„საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გე

სემინარში მონაწილეობენ ჰუსამ ჰამზა და სინდი სიმეონოვა-GFCM; ნინო გერზმავა, ასოციაციის გამგეობის წევრი

2025-04-07 16:58
ეკონომიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მ

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ

2025-04-03 17:31
ეკონომიკა

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყე

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული

2025-03-21 11:41
ეკონომიკა

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები