„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

25-26 იანვარს, ADP ჯგუფის წევრმა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში სახელწოდებით – New York Travel & Adventure Show 2025. ღონისძიების ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შედგა გამოფენაზე წარმოდგენილ ავიაკომპანიებთან და ამერიკის, იაპონიის, ხორვატიისა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებთან.
„ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები შეხვდნენ ისეთ ავიაკომპანიებს, როგორებიცაა Air Canada, Japan Airlines, Norse Atlantic Airlines, Air India, Neos Air, French Bee Airlines, Air China და სხვ. მოხდა ინფორმაციის გაზიარება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების, მათი სერვისებისა და პოტენციალის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სადისკუსიო ნაწილს დაესწრო.
საერთაშორისო გამოფენამ სახელწოდებით New York Travel & Adventure Show 2025 ათასობით სტუმარს გააცნო მთავარი ტენდენციები ტურიზმის სფეროში, კომუნიკაციის პლატფორმა შეუქმნა ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, მოგზაურებსა და ავიაციის სფეროში მომუშავე ბიზნესებს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის სფეროს 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი.
ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
ნანახია: 931
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ
დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი
ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და
clickss