დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტუალურ ეპოქაში“

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტუალურ ეპოქაში“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
შვეიცარიის დაბა დავოსში გამართული სამიტის ფარგლებში დღეს საღამოს გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ 21-24 იანვარს სესიები ჩატარდება.
სამიტს 130-ზე მეტი ქვეყნიდან 3000 მონაწილე დაესწრება მათ შორის ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს 60 სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი.
ამ პერიოდში, როდესაც გლობალური ეკონომიკა პარადიგმის ცვლილებას განიცდის, 220 სესიაზე განიხილება თუ როგორ უნდა აღდგეს ზრდა, როგორ ვისარგებლოთ ახალი ტექნოლოგიებით და როგორ გავაძლიეროთ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა.
სესიებზე მომხსენებლები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შეფასებებს აშშ-ს ახალ პოლიტიკაზე, გლობალური თანამშრომლობის თანდათანობითი შესუსტების შედეგად წარმოქმნილ ფრაგმენტაციაზე, სავაჭრო პოლიტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და დიგიტალიზაციაზე, სუფთა ენერგიის ტრანსფორმაციაზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე, ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკაზე, საპროცენტო განაკვეთებსა და ინფლაციაზე.
დონალდ ტრამპი 23 იანვარს სამიტს ონლაინ ფორმატში დაუკავშირდება.
სამიტს დაესწრებიან ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერი დინგ შუეშიანგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი მატამელა კირილ რამაფოსა, ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი სულ 60 სახელმწიფოს მეთაური მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პალესტინის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მუსტაფა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი.
გარდა ამისა, სამიტის შეხვედრებს დაესწრებიან სირიის ახალი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ჰასან შეიბანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო ივეალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აღმასრულებელი დირექტორი აჩიმ შტაინერი.
სამიტს დაესწრება გლობალური ბიზნეს სამყარო 1600 წარმომადგენელი.
ნანახია: 396
მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ
პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

VIDEO: ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის მთავრობის წევრებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობი
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" მმართველი საბჭო Forever Living Products
FLP საქართველო ზრდის ინტერესს ჯანსაღი ცხოვრებისა და ბუნებრივი პროდუქტების მიმართ

მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ
მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.
clickss