2024-12-22

05:36

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

ეკონომიკა
01-12-2024 17:03

28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო - ასეთი რეკორდული შედეგით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine and Spirits Judging in Geogia, რომელშიც 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი იყო წარმოდგენილი.  მნიშვნელოვანია, რომ წელს მწარმოებლებს ღვინის პროდუქციის გარდა,  ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

ქართულ საკონკურსო ნიმუშებს რეკორდული რაოდენობის 24  ოქროს მედალი გადაეცათ, მათ შორის, 22 ღვინოს და 2 ბრენდის, ხოლო ვერცხლის მედალი  109 ღვინოსა და 4 სპირტიან სასმელს ერგო. როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელთან შედარებით როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედლების რაოდენობა 36-36%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში ვერცხლის მედლის  მფლობელთა მაჩვენებელი, ფაქტობრივად,  გაორმაგებულია.

საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  მეღვინეობა თელიანი ველი.  კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა.

კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, bp.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

მსგავსი სიახლეები

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები