IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC (International Wines and Spirits Competition) ღვინის დეგუსტაცია დაიწყო. კონკურსის ვარსკვლავური ჟიური საერთო მსჯელობის ფონზე საკონკურსო ღვინოებს აფასებს და შესაბამის ქულას უწერს. ტესტირების შედეგად გამოვლინდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები.
აღსანიშნავია, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის ღვინოსაც შეაფასებენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წელს მეღვინეებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.
საქართველო საერთაშორისო კონკურსს უკვე მესამედ მასპინძლობს. წელს, კონკურსში 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი მონაწილეობს. მათ შორის, სომხეთიდან - 24 კომპანია და 52 ღვინო და სპირტიანი სასმელი.
მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც წელს საქართველოს ესტუმრა, ჟიურის წევრი, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელობს. სარა ებოტის შემოუერთდნენ საერთაშორისო ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.
წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი და მედია პროფესიონალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. გეორგიოს იორდანიდისი – Annabel’s London-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელი. სპეციალიზდება ღვინის პროგრამების შექმნასა და განვითარებაში. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. რეიჩელ პოგმორი – Enotria-ს ღვინის ბაიერი. სპეციალიზდება და იკვლევს ახალი ღვინის რეგიონებს მსოფლიოს მასშტაბით. სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ავტორი. ცნობილია ინოვაციური მიდგომით ღვინის ბიზნესის მართვაში. ჰერი ქრაუთერი – Good Pair Days-ის ბაიერი და კონსულტანტი. ექსპერტი ღვინის წარმოებიდან გაყიდვების სტრატეგიებამდე. ერიკ ცვიბელი – The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და უფროსი სომელიე. მრავალგზის გამარჯვებული სომელიეების საერთაშორისო კონკურსებში და სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის ბაიერი.
ქართველ მსაჯებს შორის კი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკო ფიროსმანია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელმა კონკურსმა, რომლის კონცეფცია ტრადიციული ქართული სუფრის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა, საერთაშორისო ჟიურისა და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წლევანდელი ღონისძიება აგრძელებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ასპექტების წარმოჩენას. ნიკო ფიროსმანი, როგორც ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური, მნიშვნელოვანი შთაგონების წყაროა, როგორც მეღვინეებისთვის, ისე დეგუსტატორებისთვის. მისი შემოქმედება კი, სრულად ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ტრადიციებს.
ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის მაღალ სტანდარტებს წარმოაჩენს, არამედ მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს.
კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი მეღვინეობა თელიანი ველი. კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა
კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, bp.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge
ნანახია: 187
მსგავსი სიახლეები
clickss