2024-12-22

05:06

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

ეკონომიკა
21-11-2024 12:59

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდ.  შეხვედრა ლევან დავითაშვილის აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, ისე თანამშრომლობაზე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.  

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეექვსე, ხოლო უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე პოზიციაზეა. ამის მიუხედავად, როგორც შეხვედრაზე ითქვა, პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში მნიშვნელოვანია და მათი რეალიზებისთვის ორივე ქვეყანა  ძალისხმევას მიმართავს. 

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციის სფეროში. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მზარდია აზერბაიჯანის ინვესტიციების ოდენობა საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3018 პროცენტით გაიზარდა. აზერბაიჯანის ინვესტორების ინტერესი დაფიქსირდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მშენებლობის, საფინანსო სექტორის, მრეწველობის, უძრავი ქონების, კომუნიკაციების და სხვა სექტორებში. ამასთან,  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე რეგიონულ პროექტებში. მათ შორის, საუბარი წარიმართა შუა დერეფნის მარშრუტზე, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვის მოცულობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ აღნიშნულ დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადის მოსაზიდად არსებული სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასევე საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე არსებული ვითარება, აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა. 

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტზე, რომლის ერთობლივ განვითარებაშიც საქართველოსთან ერთად  აზერბაიჯანია ჩართული. საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელმაც საქართველოს ელექტროსისტემა ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს. აღინიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად. 

მსგავსი სიახლეები

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები