2024-12-23

01:34

ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ

ეკონომიკა
13-09-2024 15:05

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა  „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს.  

„მემორანდუმის გაფორმება  გვაძლევს შესაძლებლობას დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, მნიშვნელობას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ. 

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით. მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ასევე,  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ხელმოწერამდე, ლევან დავითაშვილმა და ჭაო ჩენსინმა საქართველოს - ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორი ქვეყნის ურთიერთობები თანამშრომლობის გაცილებით მაღალ დონეზე გადაიყვანა. ასევე დადებითად შეფასდა მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას.  

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპა - აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. 

აღინიშნა, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შუა დერეფნის უპირატესობებს დღეისათვის მეტი ყურადღება ექცევა. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ მარშრუტის მეტი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარის ჩართულობის გაზრდა, მათ შორის, რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედების კუთხით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფანში ტვირთნაკადის ბოლოდროინდელი მზარდი დინამიკა - 2024 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა დაახლოებით ექვსჯერ გაიზარდა. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განახვილდა ყურადღება ორი ქვეყნის ინტერესზე, ხელი შეწუყოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და მისი შემადგენელი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივ განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები