2024-12-26

19:42

"იბერიული კვირეული" ღვინის რესტორან "სირაჯხანაში"

ეკონომიკა
01-04-2024 12:38

 

ესპანეთს და საქართველოს სამხრეთული ხასიათის გარდა, იბერია აერთიანებს. "სირაჯხანას" შეფ მზარეულიც ამ საერთო ხაზს გაყვა და მაიკო ორბელიანის სახლის მარანში, სადაც ახლა სასტუმრო „მუზეუმის“, ღვინის რესტორანია, საქართველოს იბერიის გემოები, ესპანური იბერიის Jospers, ანუ ნაკვერჩხლის ღუმელს, შეუხამა, რომლის სურნელი, ნებისმიერი კერძის გემოს უფრო არომატულს ხდის.

შეფ მზარეულმა ირმა ჯანჯღავამ და მისმა გუნდმა შეძლო, ორი ქვეყნის სამზარეულოს სინთეზი შეექმნა, ამ სინთეზის შედეგი კი ყოფილიყო ისეთი კერძების მენიუ, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მქონე სტუმრებს გააერთიანებდა და მისთვის სასურველ კერძს აპოვნინებდა.

„იბერიული“ სინთეზის პირველი კომპოზიცია, სწორედ ისეთი სტუმრებისთვის შეიქმნა, ვინც სიახლეებს არ ერიდება.  ჰოსპერში მომზადებული იხვი, რომელიც თაფლში, ფორთოხალში და ლიმონშია დამარინადებული და გაფომებულია კარამელიზირებული ფორთოხლის ნაჭრებით, დაყვება ძლიერი ცოტრუსის არომატი და გარწმუნებს, რომ ეს ის გემოა, რომელსაც შინაგანად მუდამ დაეძებდი.

ინტენსიური და ცხარე კერძების მოყვარულებს, მენიუში დახვდებათ, მეგრულად მომზადებული ღორის ნეკნები აჯიკაში, რომელსაც Josper-ის კვამლი განსხვავებულ არომატს სძენს. ამ კომპოზიციას თან ახლავს კარაქით გამომცხვარი კარტოფილი, მოცარელას და პომიდვრის გულსართით; მწვანე სალათა ლიმნის არომატით და ორი სახის სოუსი: მდოგვის, ფორთოხლის და თაფლის; „სირაჯხანას“ ბარბიქიუს სოუსი, რომელსაც კლასიკურისგან განსხვავებით, სოიოს სოუსის და ბროწეულის წვენის შერწყმით მიღებული ნაზი გემო დაყვება.

მენიუს მესამე კერძი არის დამარინადებული საქონლის ხორცის სტეიკის მედალიონები. ეს კერძიც მომზადებულია Josper-ზე, პომიდვრით და ტკბილი წიწაკით ფარშირებული გამომცხვარი ბადრიჯნით. კომპოზიციას კრავს ბეშამელის სოუსი და ნაცნობი გემოების შეზავებით კი, ვიღებთ საერთოდ ახალ კერძს. სწორედ ეს განაპირობებს, იმ ფაქტს რომ მომავალი სტუმრები გადაიქცევიან მუდმივ ვიზიტორებად.

შეფ მზარეულმა არც ვეგეტარიანული კერძების მოყვარულები დატოვა გულგრილი. მსუბუქი, ჯანსაღი და მომხიბვლელია, ის სიტყვები რაც, Josper-ის ნაკვერჩხლის არომატით გაჯერებულ, გამომცხვარი ბოსტნეულის კერძს უხდება, რომლისთვისაც შესაკმაზი სუნელები სპეციალურად აირჩა.

ამ „იბერიული“ კომპოზიციის საბოლოო დეტალი და საავტორო ნაბიჯი გახლავთ კერძებთან მისადევნებელი ღვინო. „სირაჯხანას“ სომელიემ თითოეულ კერძს შასაბამისი ღვინო შეუხამა, რაც მათ არომატებს უნიკალურად აქცევს.

„იბერიული კვირეული“ 30 მარტს დაიწყო და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, რა დროსაც ღვინის რესტორანი „სირაჯხანაში“ სტუმრები მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას.

ღვინის რესტორანი „სირაჯხანა“ მდებარეობს სასტუმრო „მუზეუმის“ -1 სართულზე, ვახტანგ ორბელიანის ქუჩა #8/10



მსგავსი სიახლეები

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები