2024-12-27

08:01

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს

ეკონომიკა
18-03-2024 17:55

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სუბირ ლალის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

მხარეებმა ბრიფინგზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს. ვიზიტი სფფ-ის IV მუხლის დებულების ფარგლებში გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ განაცხადა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაშიც თავის წვლილს შეიტანს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები.

„2023 წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ 4%-ს მიაღწევს“, – განაცხადა სუბარ ლილიმ.

ბრიფინგზე გამოვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს პროდუქტიული შეხვედრებისა და განხილვებისთვის. მისივე განცხადებით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ დონეზე ნაკლებია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლებადი ტენდენცია და დაბალი ინფლაციური მოლოდინები განაპირობებს. ამან მოგვცა საშუალება ეტაპობრივად დაგვეწყო გამოსვლა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან. სებ-მა ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე შეაფასა არსებული გეოპოლიტიკური რისკები და გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებადობის არაპროგნოზირებადობა. გამოწვევებზე საუბრისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალ დედოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას.

„ამ მხრივ გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება – დოლარიზაცია შემცირდა დეპოზიტების მხარეს, ეს ძალიან მნიშნელოვანი პოზიტივია. თუმცა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც აღინიშნება კიდეც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან და ეს გვაძლევს საფუძველს, კვლავ გავაგრძელოთ დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარება, რომლის მთავარი მიზანი შესაძლო სავალუტო რისკებისგან არაჰეჯირებული მსესხებლების დაცვაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბოლო მიღებული გადაწყვეტილება – დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნა დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა“, – განაცხადა ბრიფინგზე ნათია თურნავამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორმა სრულად აღიდგინა პანდემიისას გამოყენებული ბუფერები და სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს.

„გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც, უმოქმედო სესხების დონე ბოლო ათწლეულების მინიმუმზეა. შემცირებული საკრედიტო დანაკარგების ფონზე, 2023 წელი ბანკებისთვის კვლავ პოზიტიური იყო მომგებიანობის კუთხით. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, გაზრდილია საბანკო სექტორის მდგრადობა შოკების მიმართ და ამას ადასტურებს სტრეს-ტესტის შედეგებიც. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება და ეტაპობრივად იხურება სესხების მშპ-სთან ფარდობის უარყოფითი გეპი. ამასთან, სესხის ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი ბიზნეს დაკრედიტებაა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან

2024-12-01 17:03
ეკონომიკა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.

2024-11-28 15:38
ეკონომიკა

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო!

მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს

2024-11-28 13:26
ეკონომიკა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები