2024-09-20

21:38

ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს

ეკონომიკა
17-01-2024 13:33

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმი ორი დღის განმავლობაში თავს მოუყრის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ცენტრალური ბანკების მმართველებსა და პოლიტიკოსებს 45-ზე მეტი ქვეყნიდან.
ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ინვესტორებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციისას ნათია თურნავამ ინვესტორებს მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებაზე. ამასთან, მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის სტაბილურობასა და სიმყარეს.
"საკმაოდ წარმომადგენლობითი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ინვესტორებთან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი მხრიდან საქართველოთი დაინტერესებას. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო დღეს მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით, რაც ერთგვარად ზრდის ინვესტორთა მხრიდან ინტერესს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიებსა და საინვესტიციო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Artisan Partners, Fim Partners, Union Investment, AllianzGI, Danske Bank და სხვა.

მსგავსი სიახლეები

2024-09-13 15:05
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერ

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და

2024-09-05 12:24
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია

მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი

2024-09-04 11:11
ეკონომიკა

ოზურგეთსა და ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდები მდინარეების დაბინძურების წინააღმდეგ პროექტში ჩაერთნე

ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ეს გამაფრთხილებელი ბანერები, შესაბამისი QR კოდებით, ევროკავშირისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო

2024-08-07 12:48
ეკონომიკა

Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

2024-08-06 17:10
ეკონომიკა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

გამოფენის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები