თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ - მეჰმედ მელექი

„BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი ამბობს, რომ გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების ფონზე, კომპანიამ გასულ წელს და პირველ კვარტალში დასახული მიზნების მიღწევა ვერ შეძლო.
როგორც მან "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, არასტაბილურობის ფონზე მომხმარებლები მოლოდინის რეჟიმში არიან, ხოლო თავად კომპანია რესურსების დაზოგვაზეა ორიენტირებული, რაც მათ შორის შედარებით ნაკლები ინვესტიციის განხორციელებას ნიშნავს.
"2024 წელი საკმაოდ რთული იყო და ასევე, 2025 წლის პირველი კვარტალიც. სამწუხაროდ, რა გეგმებიც გვქონდა, ვერ მივაღწიეთ და ვფიქრობ, მეორე კვარტალში გაუმჯობესება იქნება და რა მაჩვენებლების მოლოდინიც გვქონდა, მივაღწევთ. [ხელის შემშლელი მიზეზი] პირველ რიგში გლობალური ფაქტორებია, ყველგან არის არეულობა, არასტაბილური მდგომარეობა და ამას დიდი წვლილი აქვს. მეორე - რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს. არა მარტო მომხმარებლები, ჩვენც ეგრე ვართ ამჟამად. პირველი კვარტალის შედეგებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხარჯები მინიმუმზე დავიყვანოთ. კომპანიებში ასეთ დროს, პირველ რიგში, სარეკლამო ფონდი იკვეცება. მეორე, განვითარება ყოველთვის აუცილებელია. თუ სწრაფად ვვითარდებოდით, 5,6,7 მაღაზიას ვხსნიდით წელიწადში, წელს დაგეგმილი გვაქვს 4 ან 5 მაღაზიის გახსნა, რომ ხარჯები, ინვესტიცია მინიმუმზე დავიყვანოთ. ასევე, გამოფენებში მონაწილეობა და სხვადასხვა ვიზიტები მინიმუმზე გვაქვს დაყვანილი. ჩვენ ახალი წლის დასაწყისში თანამშრომლების ხელფასები გავზარდეთ. ხელფასებიდან გაკეთებული ეკონომია არაა ის, რაც ჩვენ დადებით შედეგს მოგვცემს. ამიტომ, ხელფასები გავზარდეთ და სხვა მიმართულებით ვაკეთებთ მაქსიმალურ ეკონომიას", - ამბობს მეჰმედ მელექი.
მისი თქმით, თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება ახალი მაღაზიების გახსნა, თუმცა კომპანია მოვლენებს დააკვირდება და შესაბამისად, გადაწყვეტს 4 მაღაზია გაიხსნება თუ 5, რაც მეორე კვარტალის ბოლოს დაზუსტდება.
"BEKO არ ჩერდება, ყოველთვის ცდილობს, რომ წინ წავიდეს, გაფართოვდეს. 28 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ, დავიწყეთ ვაგზალზე პროდუქციის გაყიდვით, ამჟამად 100-ზე მეტ სავაჭრო წერტილში იყიდება BEKO, 40-ზე მეტ ონლაინ მაღაზიაში, ქსელებში იყიდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მყარად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ არ შეფერხდეს ჩვენი მუშაობა. წელს გეგმაში 6-7 მაღაზიის გახსნა გვქონდა, მაგრამ პირველი კვარტალის შედეგების გამო, ეს 4-5 მაღაზიამდე შეიძლება შემცირდეს",- განაცხადა მეჰმედ მელექმა.
მარიამ ტიტვინიძე
წყარო: https://bm.ge/news/tu-adre-5-7-maghazias-vkhsnidit-tsels-4-5-is-gakhsnaa-dagegmili-rata-kharjebi-minimumamde-daviyvanot-mehmed-meleqi
ნანახია: 712
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss