რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

„BEKO საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ მელექმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა მარტივი ბიუროკრატია, ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და შედარებით ხელმისაწვდომი საბანკო სერვისები, რაც მას თურქეთთან შედარებით კონკურენტულს ხდის.
„აქ ორ-სამ დღეში შეგიძლია ფირმის გახსნა, მაშინ როცა თურქეთში ეს პროცესი მინიმუმ 2-3 თვეს გრძელდება. სესხები საქართველოში 10-11%-ში შეგიძლიათ აიღოთ, თურქეთში კი 48-50%-ია. გადასახადებიც საქართველოში ბევრად ნაკლებია“, – განაცხადა მელექმა.
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ისეთი სტიმულების შემოღება, როგორიცაა თანადაფინანსება, დღგ-სგან გათავისუფლება და სხვა შეღავათები, რაც ბაზარს უფრო მიმზიდველს გახდის.
„ქვეყანას აქვს პოტენციალი, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, რაც მეტ ინვესტორს მოიზიდავს და სტიმული იქნება, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა მელექმა.
ბიზნესმენი ხაზს უსვამს სტატისტიკას, რომლის გათვალისწინებითაც წელს, I კვარტალში საქართველოს უცხოური ინვესტიციები 69%-ით შეუმცირდა. ეს კი მელექის აზრით მანიშნებელია, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზარი აღარ არის.
მეჰმედ მელექი იმ პროექტების შესახებაც საუბრობს, რომლებიც შეჩერდა და ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო, აღარ დაიხარჯა. აღნიშნულზე ბიზნესმენი ამბობს, რომ ფაქტი საწყენია, რადგან ეს პროექტები მიზნად ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას ისახავდა.
„ვფიქრობ, რამდენიმე საკითხის მოგვარებით, ამ პრობლემების მოგვარება, რომელსაც ინვესტორები აწყდებიან, შეიძლება“, - ამბობს ბიზნესმენი.
„ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორი ქვეყანაში შეჩერებული რეფორმების დაპაუზებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამას არა მხოლოდ თვითონ ბიზნესმენი, არამედ მთელი ბაზარი გრძნობს : "რეფორმები საჭიროა და ხშირად უნდა გაკეთდეს, რომ წინ წავიდეთ“, - ამბობს მეჰმედ მელექი.
წყარო: https://bm.ge/news/rit-sheidzleba-davainteresot-investorebi-mehmed-meleqis-pasukhi
ნანახია: 1165
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss