აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა!

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (დეტალური ინფორმაცია გამარჯვებული ღვინოების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://texsom.com/results/). გასულ, 2024 წელს TEXSOM-ის კონკურსზე მედლები 25-მა ქართულმა ღვინომ დაიმსახურა.
ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის რეპუტაციასა და მაღალ ხარისხზე, ასევე, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას.
TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ის 50 ქართული ღვინო და ბრენდი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.
ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს დაარსდა ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ ღვინის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება გახდა. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მარკეტინგული კომპანია „Colangelo & Partners“ ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტის ფარგლებში 2022 წლიდან უწევს პოპულარიზაციას. ამ პერიოდში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. 2024 წელს ექსპორტმა 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
ნანახია: 526
მსგავსი სიახლეები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ
მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი

შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ARCFOX ის დაპირება!
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში ლიდერი მწარმოებელი კომპანიების ყველაზე პოპულარული

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენე
მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური

აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა 31 მედალი მოიპოვა!
TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ის 50 ქართული ღვინო და ბრენდი
clickss