2025-04-19

04:40

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

ბიზნეს ნიუსი
13-03-2025 12:06

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას:

30 მარტიდან - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways - ლონდონი-თბილისი

31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი

12 აპრილიდან - ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი

12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.

თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი.

შეფასების კრიტერიუმის თანახმად, წლის საუკეთესო აეროპორტებს მზარდი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ასევე ჯამურად წელიწადში ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატების კუთხით, ხმათა უმრავლესობით ავიაკომპანიები ირჩევენ. ავიაკომპანიებს კი პირიქით, აეროპორტები წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.

მსგავსი სიახლეები

2025-04-18 16:01
ბიზნეს ნიუსი

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

2025-04-17 13:52
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

2025-04-14 14:01
ბიზნეს ნიუსი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი

პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

2025-04-13 16:09
ბიზნეს ნიუსი

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ

მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი

2025-04-07 15:22
ბიზნეს ნიუსი

შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ARCFOX ის დაპირება!

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში ლიდერი მწარმოებელი კომპანიების ყველაზე პოპულარული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები