2025-04-19

22:59

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან

ბიზნეს ნიუსი
04-02-2025 15:11
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს. ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხვედრაზე. ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მსგავსი სიახლეები

2025-04-18 16:01
ბიზნეს ნიუსი

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

2025-04-17 13:52
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

2025-04-14 14:01
ბიზნეს ნიუსი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი

პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

2025-04-13 16:09
ბიზნეს ნიუსი

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ

მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი

2025-04-07 15:22
ბიზნეს ნიუსი

შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ARCFOX ის დაპირება!

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში ლიდერი მწარმოებელი კომპანიების ყველაზე პოპულარული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები