2025-03-13

21:57

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის

ბიზნეს ნიუსი
05-01-2025 18:50

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში, თურქეთის მმართველი პარტიის კონგრესზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირდებიან ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

„ამრიგად, რიზე რკინიგზას პირველად შეხვდება, ტრანსპორტის მინისტრი აქ არის. მე ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-03-13 12:06
ბიზნეს ნიუსი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2025-03-12 16:15
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის

2025-03-08 09:55
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" ყველა ქალბატონს დიდი სიყვარულით ულოცავს ქალთა საერთა

გაზაფხულის დღესასწაულებს და უძღვნის მათ ამ თბილ და ტკბილ სარეკლამო რგოლს.

2025-03-06 11:55
ბიზნეს ნიუსი

ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტალეჰ კაზიმოვმა ურთიერთთანამშრომლობის

2025-03-05 11:33
ბიზნეს ნიუსი

ჯეპრას ბლოგი/მაია ტაკაშვილი: გასაღები თანამედროვე მედიამენეჯერებისთვის

თუ მედია-კონტენტის ოთხივე ტიპის ინტეგრაციას შევძლებთ, აუცილებლად გამოიკვეთება შემდეგი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები