2025-12-02

21:10

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია - Sky Express-ი შემოვიდა

ბიზნეს ნიუსი
14-11-2024 14:23
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია - Sky Express-ი შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი თქმით, ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo-ს ტიპის ავიახომალდით ასრულებს.
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური, დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე და ავიაკომპანია Sky express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეემატა. „სქაი ექსპრესი“ ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა, ავიაკომპანიას წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1325

მსგავსი სიახლეები

2025-11-13 12:44
ბიზნეს ნიუსი

დიაბეტის მართვა საქართველოში - კონფერენცია ცნობიერების გაზრდისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით

დიაბეტის მართვა საქართველოში - კონფერენცია ცნობიერების გაზრდისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები