რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში IWSC Wine & Spirits Judging in Georgia?
მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით, IWSC აგრძელებს საერთაშორისო კონკურსის გამართვას, რაც მწარმოებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, საერთაშორისოდ ცნობილი ინდუსტრიის ექსპერტების წინაშე. საქართველოში ჩატარებული IWSC-ის კონკურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიისთვის.
ქვეყნის უნიკალური ისტორია და ტრადიციები ღვინის წარმოების სფეროში, ჯილდოს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს. ქართველი მწარმოებლებისთვის, IWSC-ის ჯილდო არის შესაძლებლობა, საერთაშორისო სცენაზე წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი, ოსტატობა და პროდუქციის გამორჩეული თვისებები. IWSC-ის 2025 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი საქართველოში, ქართველ მწარმოებლებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას თავიანთი პროდუქციის წარმოსაჩენად მსოფლიო დონეზე. ჯილდოს მოპოვება იქნება მათი დამსახურებული აღიარება და სტიმული სამომავლო წარმატებებისთვის.
IWSC (International Wine and Spirit Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსს ჩაატარებს. “IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia” გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა კონკურსში მონაწილეობა, გაეცანით 5 მთავარ სარგებელს, რის გამოც IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა:
· IWSC-ის საქართველოს კონკურსის ჟიურის ყველა წევრი უმაღლესი რანგის პროფესიონალია. კონკურსი გაძლევთ უნიკალურ შანსს დაამყაროთ პირდაპირი კონტაქტი ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებთან – ღვინის მაგისტრებთან, სომელიეებთან, მსხვილ ბაიერებთან და ექსპერტებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო ღვინის ბაზრის განვითარებაში.
· IWSC-ის მკაცრი შეფასების სისტემა დღეში მხოლოდ 65 ნიმუშის დეგუსტაციას გულისხმობს, რაც უზრუნველყოფს ყველა ღვინის სამართლიან შეფასებასა და დეტალურ უკუკავშირს. ჟიურის წევრები მზად არიან დაგეხმარონ პროდუქტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. ჟიურის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია განაპირობებს ზუსტ შეფასებას ღვინის ხარისხის საერთაშორისო კონკურსების სტანდარტების მიხედვით.
· IWSC-ის კონკურსს აქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და უძველესი კონკურსია. ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებისა და მჭიდრო პროფესიული კონტაქტების წყალობით, IWSC-ი დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის წარდგენაში სავაჭრო ქსელებსა და მომხმარებლებთან. ასევე დაგაკავშირებთ წამყვან მომწოდებლებთან, საცალო მოვაჭრეებთან და ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებთან.
· კონკურსში მონაწილეობით შეძლებთ დაამყაროთ მჭიდრო კავშირები სასმელების გლობალური ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. კონკურსი ქართული ღვინის პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. IWSC-ის კონკურსში გამარჯვების შედეგად მიღებული მედლები შეიძლება დაიტანოთ ბოთლზე, რაც მომხმარებლისთვის თქვენი ღვინის ხარისხის პირდაპირი მტკიცებულებაა და ეფექტური არგუმენტია დისტრიბუტორებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის. ისინი ხელს შეუწყობენ თქვენს გაყიდვებს და გახსნიან ახალ საექსპორტო ბაზრებს. კონკურსის წინა წლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო მედალი პირდაპირ გამოხატავს წარმატებასა და აღიარებას დარგში.
· გამარჯვებული ღვინის შესახებ ინფორმაციას IWSC-ი მთელი წლის განმავლობაში გაავრცელებს სოციალურ მედიაში, საკუთარ გამოცემებსა და ვებგვერდზე. ხოლო ჯილდოს შესახებ ინფორმაცია გამოიყენოთ ნებისმიერ საკომუნიკაციო და საპრომოციო საშუალებად, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.
მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG
WSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ოფიციალური სპონსორია მეღვინეობა თელიანი ველი
კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა
კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი: ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,
Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge
ნანახია: 348
მსგავსი სიახლეები
clickss