„ქარვას“ მე-15 ზაფხულის კამპანია გრძელდება!
წელს ლუდი „ქარვა“ თავის მე-15 ზაფხულს ახალი კამპანიით შეხვდა. „ქარვას“ ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ კამპანიაში სექტემბრის ბოლომდე ჩაერთონ.
ზაფხულის კამპანიისთვის შეიქმნა საიტი www.ganikarve.ge, სადაც 15 ივლისიდან უამრავი საჩუქრის მოგებაა შესაძლებელი. საჩუქრების სიაშია მოპედი, ელექტროსკუტერი, ფირსაკრავი, ყურსასმენები, დინამიკები, სათვალეები, ჰამაკი და სხვა.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება მარტივია: იპოვე ბოთლის თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი, შეიყვანე ვებგვერდზე, დააგროვე ქულები, ამასთანავე გამოიცანი დამატებით ქვიზების პასუხები, გააზიარე ის სოციალურ ქსელში და მიიღე დამატებითი ქულები.
ყოველ პარასკევს კი გახსენი საჩუქრების ყუთი. დაგროვილი ქულების შესაბამისად, შესაძლებლობა გაქვს აირჩიო სამი კატეგორიის ყუთიდან მხოლოდ ერთი, შემდეგ ირჩევ მასში უამრავი საჩუქრიდან ერთ-ერთს. იმ შემთხვევაში, თუ სურვილი გაქვს ქულები არ დახარჯო ყოველკვირეულ პრიზებში, შეგიძლია შეინახო ისინი კამპანიის ბოლომდე ლიდერბორდში და გახდე უფრო განსაკუთრებული საჩუქრის მფლობელი.
გარდა ამისა, სპეციალურად ზაფხულის კამპანიისთვის ბრენდმა განახლებული ვიზუალური სტილით ლიმიტირებული სერიაც ჩამოასხა. „ქარვა“ ახალი დიზაინით უკვე გაყიდვაშია და მომხმარებლისთვის ის მაღაზიებში, ბარებში, ფესტივალებსა თუ სხვა ღონისძიებებზე ყველგან ხელმისაწვდომია.
ყველაზე ახალგაზრდული ქართული ლუდის ბრენდი „ქარვა“ როგორც ყოველთვის წელსაც ახალგაზრდების გვერდითაა და შემოქმედებითი ადამიანების მეგზურია ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალებსა თუ სხვა განქარვების ადგილებში.
ნანახია: 443
მსგავსი სიახლეები
clickss