2025-01-13

23:19

2024 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურიზმი საგრძნობლად გაიზარდა

ბიზნეს ნიუსი
08-08-2024 11:30

არსებული მონაცემებით, 2024 წლის პირველ ექვს თვეში ხმელთაშუა ზღვის ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ სტამბოლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თურქეთის ტურიზმის სფეროში 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 13,9%-ით გაიზარდა და 26,1 მილიონს მიაღწია. თურქეთის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი იმავე პერიოდში 9,3%-იანი ზრდა აჩვენა და 23,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო დღიური ხარჯი ერთ ვიზიტორზე 98 აშშ დოლარს აღწევს.  

თურქეთმა მიაღწია უდიდეს ზრდას ძირითად სამიზნე ბაზრებზე
რუსეთიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან უამრავი ტურსიტი შემოდის თურქეთში. ისინი ძირითადად ისვენებენ   ანტალიაში, სტამბულში, იზმირსა და მუღლაში, რომლებიც თურქეთის მთავარ ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენს. მაგალიტად,   2,7 მილიონზე მეტმა რუსმა ტურისტმა აირჩია თურქეთი დასასვენებლად, რამაც ქვეყანაში 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, წინა წელთან შედარებით 3%-იანი ზრდა შეადგინა. იმავე პერიოდში გერმანელი ვიზიტორების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გერმანიის ბაზარზე ზრდამ 9% შეადგინა.  გაერთიანებულმა სამეფომ კი  19%-იანი ზრდა აჩვენა, რადგან თითქმის 1,8 მილიონი ბრიტანელი ეწვია წელს თურქეთს. ასევე, აღსანიშნავია, რომ    წლის პირველ 6 თვეში თურქეთს ეწვია 56 000-ზე მეტი იაპონელი ვიზიტორი, რაც 96%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მოთხოვნა იზრდება კულტურულ მემკვიდრეობაზეც
თურქეთის უნიკალური ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოში ცნობილია.   2024 წლის პირველ ექვს თვეში თურქეთის მუზეუმებმა და ისტორიულმა ობიექტებმა თითქმის 14 მილიონი ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 12%-იან ზრდას ნიშნავს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  საგულისხმოა, რომ თურქეთის ყველაზე მონახულებადი მემკვიდრეობის ძეგლები ამ პერიოდში იყო ეფესო იზმირში, მევლანას მუზეუმი კონიაში, იერაპოლისი და ფამუქალე დენიზლიში, გორემე და ზელვე/ფაშაბაღლარი კაპადოკიაში.

მსგავსი სიახლეები

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები