„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!
„ეფეს საქართველოს“ არაალკოჰოლური ბრენდების პორტფელს „ნატახტარი ზიგზაგის“ ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა, რომელიც ცოცხალი, ციტრუსოვანი ნოტებით გამოირჩევა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ლიმონი ლაიმით უნივერსალური არომატია, რომელიც საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა ზაფხულში და მრავალი მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს. მისმა პოპულარობამ და ტესტირების ფაზაში მიღებულმა დადებითმა შეფასებამ დაადასტურა კომპანიის გადაწყვეტილება აღნიშნული არომატის შექმნაზე. ამ ეტაპზე, „ნატახტარი ზიგზაგი“ ლიმონი და ლაიმი საქართველოს მარკეტებში 0.33-ლიტრიან ქილაშია ხელმისაწვდომი.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. გადაწყვეტილება, შეგვექმნა ახალი პროდუქტი - მომხმარებელთა ფართო კვლევისა და ტესტირების შედეგად მივიღეთ. კვლევამ გამაგრილებელი და ციტრუსოვანი არომატების მიმართ მზარდი მოთხოვნა აჩვენა და როგორც აშკარა ფავორიტი ლიმონისა და ლაიმის მიქსი გამოიკვეთა.
მინდა აღვნიშნო, რომ არომატების მრავალფეროვნება ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივწვდეთ ფართო აუდიტორიას და თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ მისთვის სასურველი გემო.
გემოების მრავალფეროვნება ასევე აღრმავებს ჩვენს კავშირს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან, რადგან ყოველი ახალი არომატი მათი სურვილებისა და მოთხოვნის შესაბამისად იქმნება. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ჩვენი მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების შეთავაზებას, რომელიც მათ მოლოდინებს გადააჭარბებს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი ზიგზაგი“ 2022 წელს გამოჩნდა, რომელიც კომპანიამ სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებაზე დაყრდნობით შექმნა. ბაზარზე არსებული ახალი არომატების გარდა, „ზიგზაგი“ მომხმარებლებს დამატებით ორ განსხვავებულ მიქსს სთავაზობს, ესენია: ფორთოხალი მანდარინით და ჯანჯაფილი დარიჩინითა და ლიმონით.
მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მომავალში სხვა ახალი არომატების დამატებასაც არ გამორიცხავს.
ნანახია: 406
მსგავსი სიახლეები
clickss