HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDEN BRAND-ის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა
საერთაშორისო კომპანია Herbalife “დაბალანსებული კვების” კატეგორიაში Golden Brand Award-ით უკვე მესამედ დაჯილდოვდა. Herbalife დაბალანსებული კვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება, შეინარჩუნოს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, და ასევე, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, როგორც Herbalife-ის დამოუკიდებელმა პარტნიორმა.
„Herbalife-ისთვის დიდი პატივია საქართველოში უკვე მესამედ ოქროს ბრენდის ჯილდოს მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში აღიარება განპირობებულია, ერთის მხრივ, ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხით, მეორეს მხრივ, ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორებისა და მათი მომხმარებლების შესანიშნავი შედეგებით. საქართველოში Herbalife-ის პოპულარობის ეს ძირითადი მიზეზები ჩვენ და ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს გვაძლევს ძლიერ მოტივაციას, გავაგრძელოთ ადამიანების დახმარება, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, რათა კიდევ უფრო გავაფართოვოთ Herbalife-ის მომხმარებელთა საზოგადოება“, - განაცხადა Herbalife-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა კავკასიაში, ირაკლი ჩაჩანიძემ.
Herbalife 1980 წელს დაარსდა, თუმცა მისი პროდუქცია საქართველოში 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მეცნიერების მიერ შექმნილ 2000-ზე მეტ უგემრიელეს საკვებ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ Herbalife აგრძელებს პროდუქციის ხაზის გაფართოებას და პროდუქტების ფორმულების გაუმჯობესებას. მათ შორისაა, ახალი პროტეინის „ბატონი“ ფორმულა 1 ექსპრესი, საჭირო რაოდენობით საკვები ნივთიერებებით - ვიტამინებით და მინერალებით, ცილებითა და ხსნადი საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე მაისიდან უკვე ხელმისაწვდომია. გასულ წელს, კომპანიამ ასევე ექვსი ახალი გემოთი განაახლა ლეგენდარული ფორმულა 1-ის პროტეინის კოქტეილი, რომელიც Herbalife-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტია მთელ მსოფლიოში.
Herbalife არ არის მხოლოდ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მეცნიერებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ მხარდაჭერილი პროდუქტებით. ეს არის უნიკალური საზოგადოება, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ დაბალანსებული კვების პრინციპები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და განავითარონ საკუთარი ბიზნესი და ფინანსური პოტენციალი. კომპანია სთავაზობს დიდ ბიზნეს შესაძლებლობებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს გახდეს მისი დამოუკიდებელი პარტნიორი და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი დაბალანსებული კვების პროდუქტების სფეროში. მთელ მსოფლიოში, Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორები აქტიურად ავითარებენ 70 000-ზე მეტ ჯანსაღი კვების კლუბს, სადაც მათი მომხარებლები იკრიბებიან, ერთად ვარჯიშობენ, სვამენ პროტეინის კოქტეილებს და ამზადებენ სხვადასხვა რეცეპტებს Herbalife-ის პროდუქტების გამოყენებით. საქართველოში ასეთი კლუბები ფუნქციონირებს სხვადასხვა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში.
ინფორმაცია Herbalife-ის შესახებ
Herbalife (NYSE: HLF) გლობალური ველნეს კომპანიაა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანების ცხოვრებას და აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს. დამოუკიდებელ პარტნიორებს კი აძლევს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მეცნიერების მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან მხარდაჭერ საზოგადოებას და უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს თავიანთი მომხმარებლებისთვის, რათა შთააგონონ ისინი, დაიცვან ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი, უკეთესი ცხოვრებისთვის.
ნანახია: 551
მსგავსი სიახლეები
clickss