აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს
თბილისი, საქართველო (6 მაისი, 2024)— 2025 წლის 4-7 მაისს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს. ღონისძიება იტალიაში პირველად ტარდება და შეხვედრები მილანში გაიმართება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ევროპაში გამართული ADB-ის პირველი წლიური შეხვედრა იქნება.
58-ე წლიური შეხვედრის თემაა “გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება.”
წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები და გამოწვევები. წლიურ შეხვედრას ესწრება ათასობით მონაწილე, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მთავრობების მაღალი რანგის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
“კვლავ მწვავედ დგას კლიმატისა და განვითარების გამოწვევები და ჩვენგან უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს. მილანი, როგორც ინოვაციებისა და ინდუსტრიის მედროშე, პროგრესისა და თანამშრომლობის სიმბოლოა და იდეალური ადგილია გამოცდილების გაზიარებისა და უკეთესი მომავლის შენებისთვის,” განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. „დარწმუნებული ვარ, 2025 წლის წლიური შეხვედრა მილანში, მამოტივირებელ გარემოში, იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ბიძგი მივცეთ ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას.“
იტალია ADB-ის დამფუძნებელი წევრია. მას წვლილი შეაქვს აზიის განვითარების ფონდისა (ADF) და ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდის (TASF) დაფინანსებაში. ADF გრანტებს გამოყოფს ADB-ის დაბალშემოსავლიანი განვითარებადი წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად. TASF ტექნიკური დახმარების გრანტებს გასცემს განვითარებად წევრ სახელმწიფოებზე, რათა ხელი შეუწყოს პროექტების მომზადებასა და ტექნიკური ან სტრატეგიული კვლევების განხორციელებას.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყენას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
ნანახია: 633
მსგავსი სიახლეები
clickss