თურქმენეთის ელჩი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2024 წლის 24 აპრილს გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დ. სეიტმამედოვსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გ. არველაძეს შორის.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე, განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საინვესტიციო თანამშრომლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების შემდგომი განხორციელების და ბიზნესს შორის პირდაპირი კონტაქტების პირობების შექმნა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის თურქმენეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებული საკითხები. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს ფართოდ აღინიშნება დიდი თურქმენი პოეტისა და ფილოსოფოსის, მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე და გ. არველაძეს ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები კვლავაც აქტიურად განვითარდება ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.
შეხვედრამ მეგობრულ და სანდო ატმოსფეროში ჩაიარა.
ნანახია: 796
მსგავსი სიახლეები
clickss