2024-12-27

08:46

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადება

ბიზნეს ნიუსი
18-03-2024 11:14

საქართველოს ,,საგადასახადო კოდექსში”ამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში 2024 წლის 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომელიც თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნულმა ცვლილებმა შესაძლოა, ერთი მხრივ, იმ მიღწევებს გადაუსვას ხაზი, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევით მიაღწია თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების გზაზე, მეორე მხრივ კი განაგრძოს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან პოლიტიკის შემუშავებაში ჩარევის შემაშფოთებელი ტენდენცია. ეს ინიციატივა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ქვეყნის ეკონომიკას და მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

იმის მიუხედავად, რომ 2017-2019 წლებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობასა და საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი მოიხმარს თამბაქოს. გაეროს განვითარების პროგრამის/ჯანმოს/დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2017 წლის „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის“ კვლევის თანახმად, თამბაქოს გამო გაწეული ჯანდაცვის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების შედეგად მიღებული წლიური ზარალი, რაც ნაადრევი სიკვდილობის, შეზღუდული შესაძლებლობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, 800 მილიონ ლარზე მეტს,  შეადგენს, რაც საქართველოს მშპ-ს 2.4%-ის ეკვივალენტურია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 11,400- აჭარბებს. ამ მდგომარეობის გამოსწორება კი თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს.

თამბაქოს კონტროლი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის კომპრომისული არჩევანის გაკეთებას არ ნიშნავს. პირიქით, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ერთად წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის საყრდენ ძალას. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებები არა მარტო ჯანმრთელობას მოუტანს ზიანს, არამედ ეკონომიკასაც დაასუსტებს. გაეროს მიერ საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტზე გადასახადის გაზრდით შეიძლება თავიდან იქნას აცილებული 2,2 მილიარდი ლარის ეკონომიკური ზარალი და ჯანდაცვის ხარჯები 15 წლის განმავლობაში, ხოლო თამბაქოზე გადასახადის გაზრდაში ჩადებული ყოველი 1 ლარის სანაცვლოდ საქართველოს ეკონომიკა მიიღებს  221 ლარის მოგებას,  თანაც, ამ გაანგარიშებაში არ შედის კიდევ უფრო მეტი სარგებელი, რაც გაზრდილი საშემოსავლო და სიგარეტის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებიდან წარმოიქმნება. ძნელია მოიძებნოს რომელიმე სხვა პოლიტიკა, რომელსაც ინვესტიციაზე ასეთი შთამბეჭდავი უკუგება ექნებოდა და ამგვარი პოლიტიკის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნება ცუდი საინვესტიციო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის.

შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკას თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ: აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან განსხვავებას გააჩენს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის ფასებს შორის, რაც ბაზარზე იაფი თამბაქოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისი მხრივ მოხმარებას გაზრდის.

შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია“, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხანგრძლივი ძალისხმევი, 2019 წლისთვის საქართველოში გადასახადების მნიშვნელოვანი ზრდის და გათანაბრების შედეგად, ბაზარზე შედარებით იაფი თამბაქოს წილი შემცირდა, თამბაქოს მოხმარების საერთო მაჩვენებელმაც იკლო და ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა. თუმცა, 2019 წლის შემდეგ თამბაქოზე გადასახადები არ გაზრდილა, რამაც თამბაქოს საზიანო ნაწარმი შედარებით ხელმისაწვდომი გახადა. თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე გადასახადი 2026 წლამდე შეჩერებულია. ასევე, საქართველოში თამბაქოზე დაწესებული გადასახადები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკავშირში.

აქციზის გადასახადის განაკვეთის შემცირების დასაბუთების მცდელობა - „დარგის განვითარება და უკანონო ვაჭრობის შემცირება“ - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს  არც მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონსენსუსის და არც სხვა ქვეყნების, მათ შორის, თავად საქართველოს გამოცდილების ფონზე.

თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება საქართველოში მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შარშან შეტანილი სავალალო ცვლილებების შემდეგ, რომელიც სადა შეფუთვის გადავადებას და ამ მარეგულირებელი მექანიზმიდან გახურებადი თამბაქოს ნაწარმის სრულად გამორიცხვას შეეხებოდა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილება არ დაამტკიცოს და, შემცირების ნაცვლად, გადასახადები თამბაქოს ყველა ნაწარმზე თანაბრად გაზარდოს. საქართველოში არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, ისევე როგორც შესაბამისი საერთაშორისო აქტები, აძლევს საქართველოს  იმის საშუალებას,  რომ ამ მომაკვდინებელ ნაწარმზე წვდომა შეამციროს, მოსახლეობის ჯანმრთელობა დაიცვას და ქვეყნის მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს.

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები