ბათუმში მუშაობა დაასრულა წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენამ
ბათუმში მუშაობა დაასრულა წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენამ. წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა 3 დღე მიმდინარეობდა. გამოფენაში 35 დაწესებულების წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
გაიმართა მკითხველთან შეხვედრაც მწერალმა და მსახიობმა ბესო სოლომონაშვილმა საკუთარი წიგნი “ლუმპენ მილენიუმი“ წარადგინა. წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა წელს მეორედ ჩატარდა. მასში გამომცემლობები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იყვნენ ჩართული. გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, სადაც უნივერსიტეტებმა სასწავლო პროგრამები წარადგინეს.
წელს სიახლე დახვდათ ყველაზე პატარა დამთვალიერებლებს. გამოფენის ორგანიზატორებმა მათთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს და დაგეგმეს საგანამანთლებლო-შემეცნებითი პროგრამები.
გამოფენა სპორტის სასახლეში სამ დღეს გაგრძელდა. მისი ორგანიზატორი კომპანია "ექსპო-ბათუმი" იყო.
ნანახია: 1013
მსგავსი სიახლეები
დიაბეტის მართვა საქართველოში - კონფერენცია ცნობიერების გაზრდისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით
დიაბეტის მართვა საქართველოში - კონფერენცია ცნობიერების გაზრდისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
clickss