ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ეწვია
ბიზნეს ნიუსი
09-02-2024 16:44
2024 წლის 9 თებერვალს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებთან ერთად საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.
09 Şubat 2024 tarihinde, DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze Türkiye-Gürcistan İş Konseyi üyeleriyle birlikte Türkiye Tiflis Büyükelçisi sayın Ali Kaan Orbay'ı ziyaret ettiler.
Toplantıda taraflar, Gürcistan ile Türkiye arasındaki ikili ticari ve ekonomik iş birliğinin derinleştirilmesi, Gürcistan'daki yatırım ortamı ve yabancı yatırımların çekilmesinin önemini ele aldılar.
ნანახია: 712
მსგავსი სიახლეები
clickss