თბილისში Caspian Energy Club Georgia-ს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ‘’მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა’’ გაიმართა
2024 წლის 8 თებერვალს თბილისში Caspian Energy Club Georgia-ს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ''მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა'' გაიმართა.
კონფერენციას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასოციაციის თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მნიშვნელობაზე.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ სიტყვით მიმართა. ბატონმა ოსმანმა ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.
ნანახია: 946
მსგავსი სიახლეები
clickss